Cosmic Dance

წესები და პირობები:

 

 

 COSMIC-DANCE.ORG  ის მომხმარებელი საიტზე რეგისტრაციისას ავტომატურად მოექცევა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმებისა და რეგულაციების ქვეშ.  

 

 

 ჩვენს საიტზე რეგისტრაციით და მისი გამოყენებით თქვენ გვიდასტურებთ, რომ გაეცანით ჩვენს წესებსა, პირობებს, ამავდროულად ხართ სრულწლოვანი და პასუხს აგებთ ყველა იმ ქმედებაზე, რომელსაც განახორციელებთ ჩვენს ვებ-გვერდზე. 

 

 აუცილებელია მაქსიმალური სიზუსტით შეიყვანოთ ყველა საჭირო ინფორმაცია, რომელსაც ჩვენს საიტზე რეგისტრაციის დროს მოგთხოვთ. 

 ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელნი იმ შემთხვევაში, თუ თქვენი პირადი მონაცემები და ინფორმაცია არ იქნება სწორად ან სრულად მითითებული ვებ-გვერდზე. 

 საიტზე ნაჩვენებია პროდუქტის სრული ფასი/ღირებულება საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარში)

  თანხის გადახდა შეგიძლიათ ნებისმიერი ტიპის visa / mastercard ბარათების გამოყენებით; ამ შემთხვევაში შეგყავთ თქვენი ბარათის მონაცემები და ხდება თანხის დაბლოკვა;  

თუ პროდუქტი ხელმისაწვდომია 10–15 წუთის მანძილზე, მოხდება თანხის ჩამოჭრა და თქვენ მიიღებთ შეტყობინებას თქვენს ელექტრონულ მისამართზე, შეკვეთის გააქტიურების თაობაზე. 

 

 პროდუქციის მიწოდება ხდება შეკვეთის გააქტიურებიდან 2-5 სამუშაო დღის განმავლობაში  საქართველოს მასშტაბით.

 იმ შემთხვევაში, თუ თქვენ შეცდომით შეიყვანთ თქვენს მისამართს, რომელზეც გსურთ რომ მიიღოთ ამანათი, ან არ უპასუხებთ კურიერის ზარს, როდესაც იგი შეეცდება რომ გადმოგცეთ ამანათი, გადამზიდი იძულებული იქნება დააბრუნოს ნივთი ჩვენს მაღაზიაში, ასეთ შემთხვევაში თქვენ დაგეკისრებათ შეკვეთის დაბრუნების და ხელახლა გაგზავნის დამატებითი გადასახადი.

 

COSMIC-DANCE.ORG   ვალდებულია მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხა დააბრუნოს იმ შემთხვევაში თუ: 

ა) თანხის გადახდიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში მომხმარებელს არ მიეწოდა მის მიერ შეძენილი პროდუქტი.  

ბ) მიწოდებული პროდუქტი არ ემთხვევა შეძენილს  

გ) შეძენის დროს დაფიქსირებული ზომები არ ემთხვევა მიწოდებული პროდუქციის ზომებს   

დ) პროდუქტი დაზიანებულია. 

  * დაბრუნების პირობები მოქმედებს პროდუქციის ჩაბარებიდან 2 დღის განმავლობაში. 

თუ მომხმარებელმა შეძენის მომენტში შეცდომით მიუთითა სასურველი პროდუქციის ზომა,  COSMIC-DANCE.ORG -ი თანახმაა გადაცვალოს შეძენილი პროდუქტი სასურველ ზომაში იმ შემთხვევაში თუ: 

 

ა) მომხმარებელი დაგვიბრუნებს მას იგივე მდგომარეობაში, როგორი მდგომარეობითაც მიიღო მან. 

ბ) მომხმარებელი საკუთარი ხარჯით გადაიხდის პროდუქციის უკან ტრანსპორტირების საფასურს, და 

შეძენილი მოდელის სასურველი ზომის ფაქტიური ნაშთი ფიქსირდება  COSMIC-DANCE.ORG -ის ონლაინ მაღაზიაში. 

გ) იმ შემთხვევაში თუ გადასაცვლელი პროდუქციის მოდელის სასურველი ზომის ნაშთი არ იძებნება ჩვენს ონლაინ მაღაზიაში, მაშინ მომხმარებელს უნარჩუნდება გადახდილი თანხის ლიმიტი და ეძლევა შესაძლებლობა შეიძინოს სხვა სასურველი მოდელი არსებული თანხის (გადახდილი) ლიმიტის ფარგლებში. 

დ) იმ შემთხვევაში თუ გადაცვლილი პროდუქციის ფასი აღემატება შეცდომით შეძენილ პროდუქციის ფასს, მაშინ მომხმარებელი იხდის მხოლოდ მოცემულ სხვაობას, ხოლო თუ გადაცვლილი პროდუქციის ფასი ნაკლებია შეძენილი პროდუქციის ფასზე, არსებული სხვაობა უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება. 

 

 ჩვენ უფლებას ვიტოვებთ დროდადრო ვცვალოთ მოცემული პირობები საჭიროების შემთხვევაში. 

 ნებისმიერი შეკითხვის გაჩენის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე +99557934465  ან მოგვწეროთ ჩვემი ვებგვერდის საკონტაქტო გვერდის საშუალებით.

 

 

კონფიდენციალურობის პოლიტიკა:

 

 ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა ადგენს, თუ როგორ იყენებს და იცავს COSMIC-DANCE.ORG  ნებისმიერ ინფორმაციას, რომელსაც აძლევთ COSMIC-DANCE.ORG -ს, როდესაც იყენებთ ამ ვებ-გვერდს. ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ თქვენი კონფიდენციალურობა იყოს დაცული. ჩვენ გთხოვთ, რომ წარმოადგინოთ გარკვეული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება თქვენი იდენტიფიცირება ჩვენი ვებ-გვერდის გამოყენებისას, ამის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ იყოთ დარწმუნებული, რომ ეს ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კონფიდენციალურობის შესახებ განაცხადის შესაბამისად. COSMIC-DANCE.ORG -მა შეიძლება დროთა განმავლობაში შეცვალოს ეს პოლიტიკა ამ გვერდის განახლებით. სასურველია თქვენც დროთა განმავლობაში შეამოწმოთ ხოლმე ვებ გვერდი, რათა დარწმუნდეთ  რომ მოგწონთ ნებისმიერი განხორციელებული ცვლილება.

 

 ჩვენ შესაძლოა შევაგროვოთ შემდეგი ინფორმაცია:

ა) სახელი და გვარი.

ბ) საკონტაქტო ინფორმაცია: ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი.

გ) ქალაქი და მისამართი,რათა განხორციელდეს პროდუქტის მიწოდება.

 

 

 ეს მონაცემები საჭიროა, რათა სწორად მოვახდინოთ მომხმარებლის იდენტიფიკაცია და საჭიროების შემთხვევაში დავუკავშირდეთ მას. ასევე ვაცნობოთ სიახლეების შესახებ, რომლებიც განხორციელდება ვებ გვერდზე.

 ჩვენ შესაძლოა პერიოდულად გამოგიგზავნოთ სარეკლამო ელექტრონული წერილები ახალი პროდუქციისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ.

 

 

 

 

 თუ ფიქრობთ, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც თქვენს შესახებ ინახება ჩვენთან არის არასწორი,  ან არასრული, გთხოვთ, დაუყონებლივ გვაცნობოთ  ჩვენი ვებგვერდის საკონტაქტო გვერდის საშუალებით. ჩვენ დაუყოვნებლივ შევასწორებთ ინფორმაციას,  რომელსაც მითითებული იქნება არასწორად.